მთავარი ციტატა

“სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს კოვიდი”- ამირან გამყრელიძე

„დღეს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დადებითობის პროცენტი საკმაოდ მაღალია. ადამიანებს პირდაპირ უნდა მოვუწოდოთ, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს კოვიდი, უნდა დავრჩეთ სახლში, გვქონდეს კონტაქტი ოჯახის ექიმთან ან 112- თან, თუ ისინი გვეტყვიან, რომ საჭიროა ტესტის გაკეთება, უნდა წახვიდეთ ტესტის გასაკეთებლად და პასუხის მოსვლამდე, სასრუველია იყოთ იზოლაციაში.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მტავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი. ვირუსისგან გარდაიცვალა 172 პაციენტი.

იტვირთბა....