ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რამდენი ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ” – გამყრელიძის განმარტება

ზოგიერთი კვლევით, ანტისხეულები ვირუსის გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ დავარდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი 10 თვეა რაც არსებობს, მაგრამ რეინფიცირების სულ ერთეული შემთხვევაა აღწერილი.

„ეს ვირუსი კი არის უკვე 10 თვის ისტორიის, მაგრამ რეინფიცირების სულ ერთეული შემთხვევაა აღწერილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინფექცია ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ასევე უჯრედულ იმუნიტეტს და გარკვეული პერიოდი რჩება ორგანიზმში.

რამდენი ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ – ამაზე დიდი კვლევები მიმდინარეობს და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის, რადგან ზოგიერთი კვლევით, ანტისხეულები ვირუსის გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ დავარდა, თუმცა რჩება მეორე, უჯრედული იმუნიტეტი“, – აცხადებს გამყრელიძე.

იტვირთბა....