მთავარი ციტატა

“ეკლესიის შენობებში გახსნას ცხელების ცენტრები, აბა, რად უნდა ზიზილ-პიპილოებიანი ტაძრები, ოქროებით მოჭედილი ხატებით სავსე”- თეოლოგი

“სულ ხომ იმუქრება ეკლესია და ახლა დაემუქროს პოლიტიკოსებს, რომ ადამიანები დავირუსების რისკის ქვეშ არ დააყენონ. იგივე თავისი გავლენით აიძულოს ოლიგარქები და ბიზნესმენები, რომ დაეხმარონ გაჭირვებულებს, ასევე ჯანდაცვის სისტემას. ეკლესიის კუთვნილ შენობებში გახსნას ცხელების ცენტრები, საზღვარგარეთ შეისყიდოს სასუნთქი აპარატები და ჩამოიტანოს. კიდევ უამრავი რამის გაკეთება შეუძლია ეკლესიას. ამით თუნდაც ერთი, რიგითი, სრულიად უმნიშვნელო ადამიანის სიცოცხლეს თუ გადაარჩენს, ეს არაა მაგის დანიშნულება? აბა, რად უნდა ზიზილ-პიპილოებიანი ტაძრები, ოქროებით მოჭედილი ხატებით სავსე, სადაც თვითონაც ოქროებში ჩამჯდარი და თვალმარგალიტით თავდახურული მეუფე-მამაოები ჯამბაზობენ რაღაცას

ბასილ კობახიძე – თეოლოგი 

სოციალური ქსელი

აღნიშნულით ტეოლოგი  ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას გამოეხმაურა.

იტვირთბა....