ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რას ვურჩევ მათ, ვინც დღეს ბინაზე მკურნალობს. პირველ რიგში არ იყოს პანიკა…” – გამყრელიძის რეკომენდაციები

ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაობა. რა თქმა უნდა, ტემპერატურის კონტროლი, თუ ის ადის 38-ს ზემოთ სიცხის დამწევის მიღება – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ იმ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ მიმართა, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ და მიიღონ ბევრი სითხე.

„რას ვურჩევ მათ, ვინც დღეს ბინაზე მკურნალობს. პირველ რიგში არ იყოს პანიკა. ასეთები არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო ადამიანები. თუ მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაეწყოთ სიმპტომები, (ეს მოსალოდნელია), აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება და დეზინტოქსიკაცია.

ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაობა. რა თქმა უნდა, ტემპერატურის კონტროლი, თუ ის ადის 38-ს ზემოთ სიცხის დამწევის მიღება. ნუ დაელოდება ის, რომ ვინმემ დაურეკოს. ყველა ადამიანს უნდა გვყავდეს ჩვენი ოჯახის ექიმი. სასურველია თავად დაურეკოს ოჯახის ექიმს, ჩააყენოს საქმის კურსში და ეს უნდა მართოს შემდეგ დისტანციურად ოჯახის ექიმმა. ბინაზე მართვა რის ოჯახის ექიმის კომპეტენცია“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

იტვირთბა....