ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა უნდა გააკეთოს ბინაში მყოფმა კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა – გამყრელიძის განმარტება

მათ ვინც ბინაზე რჩებიან პირველ რიგში ვურჩევ, რომ არ იყოს პანიკა. ვინც ბინაზე მკურნალობენ არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პაციენტებმა, ვინც მკურნალობას ბინაზე გადის, რაც შეიძლება მეტი სითხეუნდა მიიღონ და მეტი იმოძრაონ.

„მათ ვინც ბინაზე რჩებიან პირველ რიგში ვურჩევ, რომ არ იყოს პანიკა. ვინც ბინაზე მკურნალობენ არიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები. აუცილებელია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაოდ ყოფნა. ასევე კონტროლი ტემპერატურის, თუ ადის 38 გრადუსზე ზემოთ სიცხის დამწევის მიღება და ნუ დაელოდება, რომ ვინმემ დაურეკოს, ყველა ადამიანს ჰყავს და უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი. თუ მანდ არ დაურეკა, სასურველია რომ პროაქტიულად, 112-ით კი არა, რომელიც ახლა გადატვირთულია, რადგან ბევრი ადამიანი რეკავს, არამედ თვითონ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენოს და ეს მერე დისტნაციურად უნდა მართოს ოჯახის ექიმმა. ბინაზე მართვა არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რომელიც რთული არაა დამერწმუნეთ, რადგან ამ ადამიანების 99% ძალიან სწრაფად, 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდებიან და გადამდებები არ იქნებიან“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

იტვირთბა....