წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამნინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.