“ამ ეტაპზე არ არის საჭირო რუსეთის ჩართვა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონფლიქტში, ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ თურქეთის გამორიცხვაზე ამ ვითარებაში, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განუცხადა France 24-ს.
“არ არის საჭირო რუსეთის კონფლიქტში ჩართვა. მთიანი ყარაბაღის სომხებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მათ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ. იმის ნაცვლად, რომ რუსეთი ან რომელიმე მესამე ქვეყანა ჩაერთოს, თურქეთი უნდა გამოირიცხოს კონფლიქტიდან, რადგან ის დესტრუქციულ როლს ასრულებს ამ საკითხში” – თქვა მან.
სომხეთის პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვი “მრავალი წლის განმავლობაში იყო და რჩება სომხეთის მოკავშირედ და რომ ქვეყნებს შორის დამყარებულია სანდო ურთიერთობები”.