„ვერანაირი მეჯღანუაშვილი და მაჭრუკანა ვეღარ დაგამცირებთ და ვეღარ ჩაგყრით უბედურ მდგომარეობაში. მინდა გითხრათ, რომ 11 დღე გვაშორებს საქართველოს გადარჩენას. კარგად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. თუ ჩვენ საქართველო ახლა ვერ გადავარჩინეთ, მერე, როგორც ქვეყანა გაქრება.”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
ამის შესახებ საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენის დროს, ვიდეოჩართვისას აღნიშნა.