ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ნინო წილოსანთან მქონდა კონტაქტი” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, დეპუტატ ნინო წილოსანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა, თუმცა რეგულაციების დაცვით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნინო წილოსანთან კონტაქტი მას პირბადის გარეშე არ ჰქონია, ტესტი მაინც ჩაიტარა.

„ნინოსთან მქონდა კონტაქტი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა რეგულაციის დაცვით. მასთან პირბადის გარეშე არ მქონია კონტაქტი, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გაკეთებულია და არანაირ პრობლემას ეს არ წარმოადგენს” – აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....