ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, რეკომენდაციით მიმართავს და აცხადებს, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და იმოძრაონ. როგორც მან აღნიშნა, ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმის კომპეტენციაა და ასეთმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში არა 112-ზე, არამედ ოჯახის ექიმთან უნდა დარეკონ.

„მათ ვინც ბინაზე რჩებიან პირველ რიგში ვურჩევ, რომ არ იყოს პანიკა. ვინც ბინაზე მკურნალობს, ასეთი პაციენტები არიან ძირითადად მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები. აუცილებელია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაოდ ყოფნა. ასევე კონტროლი ტემპერატურის, თუ ადის 38 გრადუსზე ზემოთ სიცხის დამწევის მიღება და ნუ დაელოდება, რომ ვინმემ დაურეკოს, ყველა ადამიანს ჰყავს და უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი. თუ არ დაურეკა, სასურველია რომ პროაქტიულად, 112-ით კი არა, რომელიც ახლა გადატვირთულია, რადგან ბევრი ადამიანი რეკავს, არამედ თვითონ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენოს, მერე დისტნაციურად უნდა მართოს ოჯახის ექიმმა. ბინაზე მართვა არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რომელიც რთული არაა დამერწმუნეთ, რადგან ამ ადამიანების 99% ძალიან სწრაფად, 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდება და გადამდებებიც არ იქნებიან“ – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 და გამოჯანმრთელდა 328 მოქალაქე.

იტვირთბა....