სამინისტროს ცნობით, ქალს კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი, ასევე თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, დღე-ღამეში გარდაცვლილია 82 წლის ქალი, 62 წლის ქალი და 65 წლის კაცი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 და გამოჯანმრთელდა 328 მოქალაქე.