კორონავირუსიტ გარდაცვლილი 4 პაციენტიდან ერთ-ერთი 40 წლის ქალია, რომელიც ბათუმიდანაა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გუშინ, 19 ოქტომბერს შეიყვანეს.
სამინისტროს ცნობით, ქალს კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი, ასევე თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა ჰქონდა.
მათივე ინფორმაციით, დღე-ღამეში გარდაცვლილია 82 წლის ქალი, 62 წლის ქალი და 65 წლის ქალი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 158 კი გარდაიცვალა.