ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყნის მასშტაბით დღეს დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი მინისტრისგან, დღესაც დაახლოებით 800-900 საწოლია, მთელ ქვეყანაზეა საუბარი და სხვადასხვა პროფილზე, რადგან მოგეხსენებათ კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა, ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 666-ს შეადგენს.

იტვირთბა....