ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩევნების გამო, სკოლების ნაწილი 3 დღით დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავა

„სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა.

„მოგეხსენებათ საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ“,-განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

იტვირთბა....