aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რაღაც სისულელეების ლაპარაკს არგუმენტებით იმსჯელო, ჯობია” – მეტრეველი ჯანგირაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის “ფეისბუქ-პოსტს,” რომელიც არჩევნებამდე კარანტინი გამოცხადებას შეეხებოდა, მისივე კოლეგა ნინო ჯანგირაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ხალხის კიდევ ერთხელ სახლებში გამოკეტვა, დიდ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

„ერთი იდეა მაქვს და არ მცემოთ: არჩევნებამდე რომ სრული ლოქდაუნი გამოვაცხადოთ, ვითომ რა მოხდება? ვითომ დააქცევს ჩვენს ეკინომიკას ეს 10 დღე? ვირუსის ასეთი გავრცელება უფრო არ დააქცევს? – გასაგებია, რომ საარჩევნო კამპანია მხოლოდ ტელევიზიაში გადაინაცვლებს, მაგრამ ამის გარეშე 31 ოქტომბერს ისეთი ცუდი მდგომარეობა რომ გვქონდეს, ხალხს არჩევნებზე წასვლის შეეშინდეს, ეს უკეთესი იქნება? ხელისუფლების ადგილზე ოპოზიციასთან კონსულტანციებს გავმართავდი“ – წერს მეტრეველი.

ამის საპასუხოდ ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა დაწერა:

„შენ საკუთარი წვალებით შენი ან სხვისი ხელფასი რომ არ მოგიპოვებია არასდროს, იმიტომ გეადვილება დაკეტვები ყოველთვის. გაკოტრდა ხალხი, გაკოტრდა. შიმშილობა დაიწყება მალე ოფიციალურად. ოკ. გამოვკეტოთ კიდევ 10 დღე, მერე კიდევ ათი“ – მიმართა ჯანგირაშვილმა.

ამის პასუხად მეტრეველი წერს:

„შენ რა იცი, მე რა როგორ მომიპოვებია? იყო პერიოდი, სკოლის მოსწავლე ბაზარში პურს ვყიდდი და სტუდენტი ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი, რომ პენსიონერი მშობლები მერჩინა. რაღაც სისულელეების ლაპარაკს არგუმენტებით იმსჯელო, ჯობია. მე ეს თემა სამსჯელოდ შემოგთავაზეთ“ – უპასუხა მეტრეველმა ჯანგირაშვილს.

იტვირთბა....