ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ შემთხვევაში აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს”- ჯანდაცვის ექსპერტი

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება რეგულაციებს არ დაიცავს, ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იმატებს.

ზოიძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, მზარდი რაოდენობა ჯანდაცვის სისტემას “წალეკავს”.

ამასთან, როოგრც ექსპერტი წერს, ასეთი დიდი რაოდენობის შემთხვევაში, დეკემბრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირების მატება სეზონურ გრიპს დაემთხვევა და ქვეყნის სრული ჩაკეტვა გვიანი იქნება.

“ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, – ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს.

არ გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ვიტყვით რომ ან კორონა არ არსებობს, ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს, მიუხედავად მისი მომზადების დონისა და გვექნება სიკვდილობის მკვეთრი მატება. ამ ვარიანტში, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელი სეზონური გრიპის პიკი, კოვიდის პიკს დაემთხვევა, მერე ქვეყნის სრული ჩაკეტვაც გვიან იქნება.

მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის (ყველასი სამწუხაროდ არა) კეთილგონიერებისა და სოლიდარობისა, ანუ ძველ ქართულად თანალმობისა…”,-წერს ზოიძე Facebook-ზე.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....