ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაატა იმნაძე მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ პირს შეხება არ ჰქონდა კოვიდინფიცირებულტან და აქვს ტემპერატურა, არ  უნდა დარეკონ 112-ში.

როგორც იმნაძემ განაცხადა, ამ დროს მთავარია დისტანციის დაცვა და პირბადია ტარება.

„ჩვენი მოსახლეობის შეგნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მარტო დისტანციის დაცვასა და ნიღბის ტარებაში, არამედ თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში 112-ში, თუ არ თვლი, რომ ნამდვილად კორონიანთან გქონდა კონტაქტი და თვითიზოლაციაში გადახვიდე. შესაძლოა, ამ დროს ვიღაცას მართლაც სჭირდება სასწრაფო და ის თქვენი ზარით არის დაკავებული. ეს უნდა ითქვას, რეალობაა“, – განაცხადა იმნაძემ “პალიტრანიუსთან.”

ამასთან, იმნაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი წამალი გამოიცადა, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორიც არის C ჰეპატატის დროს გამოყენებული მკურნალობის მეთოდები.

 

 

იტვირთბა....