ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით…

ემზარ კვიციანი: რომელ სამართალზეა ლაპარაკი… არჩევნებიც ცინიკურად გაგვიყალბეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების საპროტესტო აქცია გრძელდება. შიმშილობის აქცია გუშინ ღამით დაიწყო. ალიანსის წევრებს ორი მოთხოვნა აქვთ: დაისაჯონ საგარეჯოსა და მარტვილში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივი მუშაობა. „მეტრონომი“ მოშიმშილეებს ეწვია. მოშიმშილეთა აქციაზე არ დაგვხვდა ირმა ინაშვილი, თუმცა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს, ემზარ კვიციანს გავესაუბრეთ:

მეტრონომი: არჩევნების შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიააში გაასაჩივრეთ?

ემზარ კვიციანი: კი, გავასაჩივრეთ. დღეს პირველ საათზე სააპელაციო სასამართლოს სხდომაა დანიშნული

– რატომ არ დაელოდეთ სასამართლოს განაჩენს და რატომ მიმართეთ პროტესტის ასეთ რადიკალურ ზომებს?

პირველი ინსტანცია ხომ გაიარა და რამე იმედი გაქვთ ამ ქვეყანაში სასამართლოსი? მე პირადად სასამართლოზე დავამტკიცე ჩემი უდანაშაულობა, ვამხილე დამნაშავეები, მაგრამ მაინც გამამტყუნეს. რომელ სამართალზეა ლაპარაკი საქართველოში? არჩევნებიც ასე ცინიკურად გაგვიყალბეს.

– რა გაძლევთ ვარაუდის საფუძველს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა? კონკრეტულ მაგალითს ხომ ვერ დაასახელებთ?

1_active

თავად ვესწრებოდი ამ არჩევნებს, უჯარმაში ვიყავი, ხალხმა /ირმა ინაშვილის მხარდამჭერებმა/ ალყა რომ შემოარტყა მეცამეტე საარჩევნო უბანს, ინფორმაცია მივიღეთ, რომ 50-ე სპეცუბანი შეუერთეს მეცამეტე უბანს და /ხმების/ დათვლის დროს ორი ბიულეტენი ზედმეტი აღმოჩნდა. ანუ უბანი უნდა გაუქმებულიყო. გამოიძახეს 50-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე, ხელი უნდა მოეწერა ოქმზე – უნდა გაეყალბებინათ, მაგრამ ჩვენ მივუსწარით და არ დავაცადეთ. ანუ, უამრავი ფაქტია, რომ გააყალბეს. იორმუღანლოშიც იგივე მომენტი იყო. მერე კიდევ ერთი ფაქტი იყო მეხუთე უბანზე – ბოდიში თქვენთან და, ტრუსებიდან ამოუღეს 50 ბიულეტენი.

ყველა ეს ფაქტი დავუდეთ ხელისუფლებას, სასამართლოსაც, ცესკოსაც, მაგრამ არავინ გაითვალისწინა – არც ცესკომ, არც სასამართლოს პირველმა ინსტანციამ. თუ ხალხმა არ მოითხოვა სამართლიანობა, არც დღეს გაითვალისწინებენ და არც ხვალ“

იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებენ საპროტესტო აქციების დაწყებას. .

იტვირთბა....