დაჯარიმდება ყველა ის ბარი, რომელმაც 22:00 საათის შემდეგ თავისი სივრცე თითქოს პოლიტიკურ პროცესს დაუთმო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მტავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
გახარიას თქმით, ღამის კლუბებსა და რესტორნებში იმ ადამიანების შეტყუება სცადეს, რომლებიც რისკებს ბოლომდე ვერ აცნობიერებენ.
გახარიას ტქმით, მსგავსი ფაქტის განმეორების სემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.
“რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა რამდენიმე კომპანიამ სცადა, რაღაც შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით: ყველა იქნება დაჯარიმებული. თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გახარია ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული რისკის ხარისხი.
“ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება კლუბებსა და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, ეს არის კონკრეტული კომპანიების პასყუხისმგებლობა და მათ მოეთხოვებათ პასუხი, უმკაცრესი”, – თქვა გახარიამ.
ცნობისთვის, თბილისში 22:00 საათის შემდეგ რესტორნებსა და ბარებში მუშაობა აკრძალულია.