დავით გარეჯის თემაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე იკითხება.
ყოფილიმინისტრი ამ წუტებსი საგამოძიებო უწყებაშია და გამოძიების კიტხვებს პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ჩვენება გამოაქვეყნა. როგორც მამა კირიონი ჰყვება, გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენისათვის 1996 წლის 13 ივნისს დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, რომლითაც რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვარი უნდა გავლებულიყო 1938 წლის რუკაზე დატანილი სასაზღვრო ხაზის მიხედვით, მელაშვილი კი საყრდენად შემდგომი წლების რუკებს იყენებდა.