მთავარი ციტატა

“თუ ჩემს კოლეგებს მთავრობასთან ჰქონდათ კონტაქტი, მთავრობა უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში”- გოცირიძე

“რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. ბუნებრივია, თუ მთავრობასთან ჰქონდათ კონტაქტი, მთავრობა უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, არავის მთავრობაში ამ ვირუსს არ ვუსურვებ, მაგრამ ნებაყოფლობით, ჯანმრთელები თუ წავლენ თავად და იქნებიან იზოლირებულნი, უკეთესია ქვეყნისთვის, რადგან მათი ნაბიჯები უარესია, ვიდრე სიკეთის მომტანი. რომ არ გვყავდეს მთავრობა ხალხი უკეთესად მოახდენს თვითორგანიზებას, რადგან გვყავს მთავრობა, რომელმაც 5 მილიარდი დახარჯა და საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით. ნეტა არ გვყავდეს მთავრობა და იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები იქნება უკეთესი.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, კორონავირუსით ქართული ოცნების დეპუტატები – ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი დაინფიცირდნნე.

საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს ინფიცირების 1186  შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....