ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ სახლში მკურნალობის დროს – გამყრლიძის რეკომენდაცია

თუ კოვიდინფიცირებულებში ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი ოჯახის ექიმებთან – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი ჯგუფი დადასტურებული შემთხვევების სიმპტომიანი პაციენტები არიან.

„ყველაზე დიდი ჯგუფი ამ დადასტურებული შემთხვევების სიმპტომიანი პაციენტები გახლავთ. ამ პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიმპტომს, რომელსაც ხშირად ვასახელებთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება იყოს ყნოსვისა და გემოს დაკარგა, ამ სიმპტომების პირველივე გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს 112-ით.

გასაგებია ძალიან გადატვირთულია ყველა ცხელი ხაზი. დღეს 2000-დან 3000-მდე ოჯახის ექიმია ქვეყანაში. თითოეულ ადამიანს უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმი და უნდა იცოდეს ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. ძირითადად ვინც ბინებში არიან სასურველია, რომ ყოველდღიური კონტაქტში იყოს ექიმთან.

მოგეხსენებათ 80-85% კოვიდინფიცირებულებში ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, მაგრამ PCR დადასტურებული. ისინი არიან გადამდები, თუმცა ნაკლები გადამდები ვიდრე სიმპტომიანი პაციენტები. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი ოჯახის ექიმებთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....