” მთავარი და ერთადერთი არგუმენტი რაც გასულ კვირის განმავლობაში მოვისმინე, იყო ის რომ ჩვენ ყველას (ანუ პოტენციურ პაციენტებს) გვექნება ბედნიერება „ტრამპის სტანდარტით“ მკურნალობის. ნუ პრინციპში ტრამპის სტანდარტით ჩვენ ერთხელ უკვე გვიმკურნალეს გაზაფხულზე, როდესაც ყველა კოვიდით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზირებული პაციენტი ღებულობდა ჰიდროქსიქლოროქინს.”
გიორგი კანდელაკი – მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმი-ინფექციონისტი
ამის შესახებ კანდელაკი სოციალურ ქსელსი პოსტს კორონავირუსის მკურნალობის საშუალებებთან დაკავშირებით აქვეყნებს.
მისივე ტქმით, ჰიდროქსიქლოროქინს რემდესივირთან შედარებით სიკვდილიანობის მხრივ უკეთესი ტენდენცია აქვს,
შეგახსენებთ, მაისში, აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ მალარიის სამკურნალო პრეპარატის “ჰიდროქსიქლოროქინის” დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა და განაცხადა, რომ მისმა გამოყენებამ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს.
ამავე პერიოდში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვირუსის პრევენციის მიზნით ყოველდღე პრეპარატ “ჰიდროქსიქლოროქინს” სვამდა და თავს კარგად გრძნობდა.