“არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო. საარჩევნო უბნები მომზადებული იქნება სრული წესების დაცვით და მეორე, ყველანი ვხედავთ პოლიტიკური კამპანია მიმდინარეობს, ერთადერთი რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, წესები დავიცვათ. პოლიტიკურ პროცესს საფრთხე არ ემუქრება.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართენა.