მესტიასთან, სოფელ ლატალის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის სამუშოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკა მიყვანილია.
ცნობისთვის, გუშინ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. შუადღეზე გაჩენილი მცირე ხანძარი რამდენიმე საათში ტყის საკმაოდ დიდ ნაწილს მოედო. . ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.