ჩილეში, 18 ოქტომბერს, უთანასწორობის წინააღმდეგ, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
როგორც BBC წერს, დემონსტრანტებმა 2 ეკლესია დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის შენობას.
მედიასაშუალების ცნობით, დაშავდა 18 პოლიციელი, თავად სამართალდამცველებმა კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, აქციის მონაწილეთა დასაშლელად.
პარალელურად, ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმში, რომელიც მომავალი კვირის ბოლოსაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ აქცია გასულ წელს გამართული ორთვიანი საპროტესტო მოძრაობის წლისთავს უკავშირდებოდა.