ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აზერბაიჯანის არმიამ მტერს უპასუხა და რამდენიმე დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლა”- ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმაარმიამ კონფლიქტის ზონაში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ალიევის თქმით, სომხეთმა ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვია და აზერბაიჯანული დასახლებების წინააღმდეგ მძიმე არტილერია გამოიყენა.

„აზერბაიჯანის არმიამ მტერს უპასუხა და რამდენიმე დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლა,“- წერს ალიევი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

იტვირთბა....