ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ძარცვა ქუთაისში – ავტოლიზინგის კომპანია “ტურბო” გაქურდეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოლიზინგის კომპანია “ტურბო” გაქურდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისში სავარაუდო შეჭრის გამო სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც ადგილზე დაცვის კომპანიის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მათ ქურდები ადგილზე აღარ დახვდათ.

მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტური სამსახურის თანამშრომლები. ამ დრომდე ზუსტად არ არის დადგენილი, თუ რა ოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა.

იტვირთბა....