საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.
როგორც ემანუელა მაკრონი აცხადებს, მხარეებმა ამ შეთანხმებას პატივი უნდა სცენ.
„ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხმება ორივე მხარემ უპირობოდ და მკაცრად უნდა დაიცვას. საფრანგეთი ამ საკითხის მიმართ დიდ ყურადღებასა და ერთგულებას გამოიჩენს, რათა საბრძოლო მოქმედებები მუდმივად შეწყდეს და სანდო დისკუსიები სწრაფად დაიწყოს ”, – ნათქვამია ემანუელ მაკრონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.