აზეირბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ცეცხლის შეწტვეტის ახალი შეთანხმება მიაღწიეს.
საგარეო უწყებების უნფორმაციით, კონფლიკტურ ზონაში ცეცხლი ჰუმანიტარული მიზნით 18 ოქტომბერს, 00:00 საათზე შეწყდება.
ასევე, როგორც გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა გადაწყვეტილება მოსკოვში, 10 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღეს, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ.
ამასთან, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, რომლის შუამავლობით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ერთი კვირის წინ მიაღწიეს, დღეს სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შესრულდეს.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.