მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს კიდევ ერთი სომეხი ეროვნების ფეხბურთელი, ერევნის „ლოკომოტივის” 18 წლის ნახევარმცველი, ერიკ სარიანი შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეს-სამსახური ავრცელებს.
„სამწუხარო სიახლე. სომხეთ-აზერმაიჯანის ომში ერიკ სარიანი გარდაიცვალა. ფეხბურთის გუნდი „ლოკომოტივი” იზიარებს მძიმე მწუხარებას ერიკის ოჯახისთვის და ახლობლებისთვის.
ჩვენ გავიმარჯვებთ” – დაწერა პრეს-სამსახურმა.