თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დაწყებითები კლასის უცხოენის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდატურდა. მასწავლებლებს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცათ.
ამ დროისთვის სკოლა ორი კვირით დაიხურა და სწავლა დისტანციურად გაგრძლედება.
ამავე სკოლის სამი მოსწავლეც კორონავირუსით ინფიცირებულია, თუმცა სკოლის დირექტორის მოადგილე, ქეთი მიქანაძე ამბობს, რომ მასწავლებლის ინფიცირების წყარო მოსწავლეები ვერ იქნებიან, რადგან ისინი სკოლაში არ დადიოდნენ.
თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა.
ცნობისათვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827. ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, ამ დროისთვის კი კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.