ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დავით გარეჯის საქმე: დამატებით რატომ გამოიკითხა ბიზნესმენი დავით ხიდაშელი

დავით გარეჯის საქმეზე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოიკითხა. როგორც ცნობილია, გენერალურ პროკურატურაში ხიდაშელმა გამოძიების კითხვებს გარკვეული პერიოდის წინაც უპასუხა.

ცნობისთვის, სწორედ დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის რუკა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.  გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყების ცნობით, დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

 

იტვირთბა....