საფრანგეთში, ქირურგ ჟოელიუ ლე სკუარენკუს 312 პაციენტზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო ბრალი წაუყენეს. ფრანგ ქირურგს ბრალად ედება გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა. – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მედია იუწყება.
15 ოქტომბერს ქირურგისთვის წაყენებული ბრალდება 312 პაციენტზე 1986-2014 წლებში განხორციელებული სექსუალური ძალადობას უკავშირდება.
გამოძიებით დგინდება, რომ უმეტეს შემთხვევაში, სავარაუდოდ, მსხვერპლნი იყვნენ ბავშვები, ბიჭები და გოგონები. ეს შემთხვევა გახდა ყველაზე დიდი პედოფილური სკანდალი ქვეყნის ისტორიაში.
ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმეში 349 პოტენციური მსხვერპლია, თუმცა რიგ შემთხვევებში ფაქტები “ვერ შეფასდა, როგორც დანაშაულის საკმარისი საფუძვლები”.
“უმეტეს შემთხვევაში, დამნაშავემ ჩაიდინა ძალადობა მაშინ, როდესაც დაზარალებულები ძილის მდგომარეობაში იყვნენ ანესთეზიური საშუალებების, დამამშვიდებლების, სხვა მედიკამენტებისა ან დაღლილობისა და ტკივილის გამო”, – ნათქვამია საფრანგეთის პროკურატურის განცხადებაში.