“ბაგრატის ტაძრის ეზოში პატრიული ღონისძიებების ჩატარება ყოვლად მიუღებელია”, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ეპისკოპოსი მარგვეთისა და უბისის ეპიკოპოსის, მეუფე მელქისედეკის შეფასებებს ეთანხმება, რომელიც ე.წ. “კატროგრაფების” საქმეს უკავშირდება.
“მე ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს „კარტოგრაფების” საქმის შეფასებაში. გელათის მონასტრის შესახებ ყოველთვის გამოვხატავდი ჩემ გულის ტკივილს თუ როგორ მოუვლელი გვაქვს ერთერთი დიდი და წმინდა ადგილი, რომელიც არა მხოლოდ ერთი ადგილობრივი ეკლესიისთვის, არამედ მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეა და ისტორიის მოწმეა.
რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიების მოწყობას, ეს ყოვლად მიუღებელია და დიდი გულისტკივილია პირადად ჩემთვის. არცერთი ტაძრის ეზო არ უნდა იქნას გამოყენებული პარტიული ღონისძიებისთვის”, – წერს მეუფე საბა.
ცნობისთვის, ბაგრატის ტაძრის ეზოში პარტიული ღონისძიება ჯერ “პატრიოტთა ალიანსმა”, შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გამართა. მმართველი პარტიის შეკრებას ქუთათელი ეპისკოპოსი, იოანე გამრეკელიც დაესწრო.