“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე ბათუმში ჩატარებული აქციის შესახებ მმართველი გუნდის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ღრეობები მოიკითხოს.
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.
“საკუთარი ქორწილები, საკუთარი დაბადების დღეები, საკუთარი შვილის ნათლობები, საკუთარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში “ზედახორა” და დენდროლოგიურ პარკი, საკუთარი ჩუმად ჩაკეტილი, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ღრეობები მოიკითხონ”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, კოვიდპანდემიის ფონზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აღსანიშნავია, რომ აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია. აქციაძე შეკრებილ მოქალაქეებს არც პირბადეები ეკეთათ.