ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიმედოვნებთ, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა ერთად გადავრჩებით” – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მუშავდება ახალი პროტოკოლი იმის შესახებ, კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ არანაირი კლინიკური ნიშანი გამოვლენილი.

„მათთან ერთად სამომავლოდ – ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება ახალი პროტოკოლი, ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე შეთანხმდება კლინიკურ ჯგუფთან, სამინისტროსთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველებთან, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები. რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, იმიტომ, რომ ეს არც ჩვენთან მოხდება ამ ეტაპზე, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, რომ სამწუხაროდ, არ არსებობს კორონავირუსთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური არც პათონოგეზური სამკურნალო საშუალებები. გვაქვს მხოლოდ სიმპტომური თერაპია. ვიმედოვნებ, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა ერთად გადავრჩებით.

პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ არანაირი კლინიკური ნიშანი გამოვლენილი. ასეთი პაციენტები ამ ეტაპზე, ვინაიდან ჭარბი რაოდენობაა ინფიცირებულების, კლინიკაში ვერ მოხვდებიან, ისინი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. დანარჩენი 20%, რომლებიც არიან საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი”,- განაცხადა რატიანმა.

იტვირთბა....