ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება იქნება, რომელიც დავით გარეჯის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს” – გუბაზ სანიკიძე

ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში” დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და აღნიშან, რომ არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება იქნება, რომელიც დავით გარეჯის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.

მისივე შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩეს.

„ეს საქმე არაფერზე დგას, დანაშაული არ არის ჩადენილი. როცა დანაშაული არ არის ჩადენილი, დამნაშავე ციხეში როგორ ზის? როგორ არის ის ორი ადამიანი დამნაშავე? ეს არის ჩაფლავებული სპეცოპერაცია. სხვათა შორის, ჩვენ დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერეოდა და სწორედ ამაზეა საუბარი. სხვანაირად, იმედია ჯარით არ შემოჯლიგინდებიან.

რუსეთის ინტერესში არის, რომ საქართველო დარჩეს და საბოლოოდ მიიბას თავის ორბიტაზე. უნდათ, საქართველო დასავლურ ვექტორს მოწყვიტონ. ამიტომ, რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია, ნებისმიერ ფასად ბძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩეს. ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში დარჩეს, სჭირდებათ არჩევნების მოგება, არჩევნებში რომ ბიძინამ გაიმარჯვოს. დღევანდელი მონაცემებით, რასაც ვუყურებთ, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად უშანსოა“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....