ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დავით გარეჯის საქმეში ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას ბუმბულის წონა აქვს“ – გუბაზ სანიკიძე

ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში” დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

როგორც სანიკიძემ გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, დავით გარეჯის საქმეში  „ზურაბ ნოღაიდელის სიტყვას და ჩვენებას ბუმბულის წონა აქვს“.

„მისი პოლიტიკური ბიოგრაფია ვიცით, ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, მერე იყო კახა კალაძის ხანგრძლივი ბიზნესპარტნიორი. ასე რომ, ნოღაიდელი ახლა არაფერს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილის კლასტერში შეიძლება ჩავთვალოთ“, –  განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....