ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მე ამათი მაქებარი კაცი სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო, იქნებ სადმე მივაგნო” – გუბაზ სანიკიძე “ქართულ ოცნებაზე”

ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში” დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარეჯის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

როგორც სანიკიძემ “დღის ნიუსრუმში” განაცხადა,  „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბრის არჩევნებში მარცხისთვის განწირული.

„მე ამათი მაქებარი კაცი სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო, იქნებ სადმე მივაგნო. ესენი არჩევნებს აგებენ ოპოზიციასთან სულ ცოტა 2:1-ით. ბიძინა ვერანაირი კონფიგურაციით, ვერანაირი გაყალბებით ხელისუფლებაში ვერ რჩება. ამიტომ, ამოცანა არის ბიძინა როგორ დააბან და დაადუღონ ამ მმართველობაში. გადასარევად ვყავართ რუსებს 200 წელია შესწავლილი, მოხარშულიც და შემწვარიც. იციან, რომ ვართ ემოციური ხალხი, ძალიან ხშირად ქართველებს პირველი შთაბეჭდილებები მცდარი გვაქვს. ფარული ჩანაწერები, დისკრედიტაცია არანაირად აღარ გამოდიოდა და ამიტომ უნდათ აწიონ ეროვნული თემა, რომ აი, ქართულ მიწებს ყიდდა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, ბიძინა როგორმე უნდა დააბან ახლა ხელისუფლებაში“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....