ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ის რომ საპატრიარქო გაეცნო კომისიის საქმიანობის გეგმას, არ ნიშნავს, რომ ის ჩაება წინასაარჩევნო კამპანიაში” – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

“ის რომ საპატრიარქო გაეცნო კომისიის საქმიანობის გეგმას, არ ნიშნავს, რომ ის ჩაება წინასაარჩევნო კამპანიაში,” – ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა, ალექსანდრე გალდავამ, ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე განცხადებით, საპატრიარქოს მიერ დავით გარეჯის საკითხის შესწავლა ხელისუფლებისთვის პიარიად არ უნდა მივიჩნიოთ.

„ეკლესიის მიზანი ერთია, რომ დავით გარეჯი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე. სხვა მიზანი ეკლესიას არ ამოძრავებს. არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ სახელმწიფომ მოიტანა რაღაც დამადასტურებელი საბუთი იმისა, საქმე გვქონდა ღალატობრივ ქმედებასთან და ეკლესია გაეცნო ვითარებას თუ როგორ ხდებოდა კომისიის საქმიანობა. ის რომ საპატრიარქო გაეცნო კომისიის საქმიანობის გეგმას, არ ნიშნავს რომ ის ჩაება წინასაარჩევნო კამპანიაში და ხელისუფლებას უკეთებს ერთგვარ პიარს.

დარწმუნება იმისა, რომ ეს ორი ადამიანი არის დამნაშავე უნდა მოხდეს სასამართლოზე და არავის არ აქვს წინასწარ პროგნოზის გაკეთების უფლება, ასევე არავის არ აქვს იმის უფლება თქვას რომ ისინი არიან უდანაშაულოები“, – განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....