ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე კი არ არის, ის თვითონ საქართველოა” – გია ხუხაშვილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი დავით გარეჯის საკითხთან და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.

“მეტრონომი” პოლიტოლოგის “ფეიბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე კი არ არის, ის თვითონ საქართველოა”
ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით.

დღეის მდგომარეობით ასეთი ვითარება გვაქვს პრობლემასთან დაკავშირებით:

1. თუ რაიმე რუქები არსებობს, რომელიც ჩვენს პოზიციებს გაამყარებს მოლაპარაკებებზე, კარგია.

2. თუ თემა საარჩევნოდ გამოიყენება, ცუდია.

3. თუ რუსეთის ინტერესებში გამოიყენება, ცუდია.

4. თუ ვინმემ რამე გაყიდა, ან აპირებდა ამის გაკეთებას, ძალიან ცუდია.

5. აზერბაიჯანის ირიბად დადანაშაულება, რომ მან ფული გადაიხადა ქართული მიწების მიტაცებაში, ცუდია.

6. ორი კარტოგრაფის წინასწარ პატიმრობაში აყვანა, ცუდია.

7. გახარიას განცხადება სამუშაო, კეთილმეზობლურ ვითარებაში ამ საკითხების განხილვაზე, კარგია.

ამ კითხვების მოსახსნელად პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გადავიდოდა სამუშაო ვითარებაზე:

1. დაიწყებდა კომისიაში მუშაობას აღნიშნული რუქების აღიარებაზე.

2. გააგრძელებდა ძიებას ამ ორი ადამიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების პირობებში.
ყველა კითხვა მოიხსნებოდა.

დანარჩენზე შედეგებით ვიმსჯელებდით.” – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....