ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს თავად არასრულწლოვანი ბრალდებულები დაიკითხებიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების სხდომა გაიმართება

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით თავად საქმეზე  თავად ბრალდებულები დაიკითხებიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაც გაგრძელდება, ჩვენებას კი არასწრულწლოვანი ორი ბრალდებული –  ლ.შ. და გ.მ. მისცემს.

როგორც საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, პროკურატურას ბრალდებულების მხრიდან სწორი ჩვენებიც გაჟღერების მოლოდინი არ აქვს და მას კითხვები ექნება.

“ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემენ ისინი სასამართლოს. ბრალდების მხარეს მაღალი მოლოდინი არ აქვს, ჩვენების მიცემისას მათი მხრიდან სწორი ინფორმაციის მიწოდების. მოგეხსენებათ, ბრალდებულები და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები არ ფრთხილდებიან ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე. როგორც წინა პრაქტიკამ აჩვენა, აღნიშნული პირები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს, მათ შორის, გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებულს.

აუცილებლად გვექნება შეკითხვები, თუკი განსხვავება იქნება გამოძიებაში მიცემულ და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის. ასევე კითხვები გვექნება სატელეფონო კონტაქტებთან დაკავშირებით. ლ.შ.-ს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებამდე „მერსედესში“ მყოფ ბრალდებულთან – ირაკლი მუმლაძესთან აქვს 21 ზარი განხორციელებული და ასევე სხვა პირებთანაც აქვს სატელეფონო კავშირები, მათ შორის, ვახტანგ ჩიქოვანთან და ნიკოლოზ ცუცქირიძესთანაც“, – აცხადებს გუგუტიშვილი.

ეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა ხოლო, 17 პირიდან 6 მათგანი არასწრულწლოვანი, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი. გამოძიება ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

 

იტვირთბა....