ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარინა ენდელაძე კოვიდკლინიკებში ადგილების არასაკმარის რაოდენობასთან პრობლემას ვერ ხედავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების მიუხედავად საწოლების პრობლემა ჯერ არ ყოფილა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ქვეყანაში საკმარისია თუ არა Covid-კლინიკებში ადგილების რაოდენობა ენდელაძემ განაცხადა, რომ კოვიდკლინიკებში ადგილების არასაკმარის რაოდენობასთან პრობლემას ვერ ხედავს.

“ჯერჯერობით, საწოლებთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა, ეს იცით უკვე და ვფიქრობ, რომ არც ახლა არ იქნება,” – აცხადებს  მარინა ენდელაძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

იტვირთბა....