“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამართულ დებატებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად საათი გადასცა.
აღნიშნულ დებატებში მამუკა მდინარაძემ გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო სარეკლამო კლიპებს გამოეხმაურა და დასძინა, რომ მისი ტყუილების შესახებ აუცილებლად უნდა ისაუბროს.
”საზოგადოებამ კარგად იცის შავის და თეთრის, კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოება სწორ არჩევანს აკეთებს და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. მან საათებით პიარ კამპანიის მოწყობა გადაწყვიტა და სარეკლამო კლიპში გამოფინა საათი, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი და ასევე ირაკლი კობახიძის საათი, რომელიც საერთოდ არ იყო მისი. მინდა ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად გადავცე მას საათი, რომელიც როგორც კი დახედავს, არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.