კორონავირუსით ინფიცირების 887 შემთხვევიან ყველაზე მეტი, 342 აჭარაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში – 277
აჭარა – 342
იმერეთი – 198
სამეგრელო – 22
კახეთი – 7
შიდა-ქართლი – 12
ქვემო-ქართლი – 3
გურია – 11
მცხეთა-მთიანეთი –
სამცხე-ჯავახეთი – 3
რაჭა- 2
ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 15 327 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613. ხოლო, ვირუსისგან 124 ადამიანი გარდაიცვალა.