ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 6 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

აჭარაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 286 ინფიცირებული გამოვლინდა. გუშინ, დღის ბოლოს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 14 ახალი პაციენტი დაემატა.

კლინიკაში სულ 202 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან 45 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. 6-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთმ საქართველოში გუშინ კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა.

კიდევ 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....