“ფრიდომ ჰაუსის” ვიცე-პრეზიდენტი კანონის უზენაესობის მოშლაზე საუბრობს
ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენელი რობერტ ჰერმანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, მფლობელობაზე დავები ვაკუუმში არ წარმოიშვება და ის უფრო დიდი პოლიტიკური გარემოს ნაწილია.
“სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ “რუსთავი 2″-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელმაც წარსულში ბევრი სირთულე გადალახა, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა და სადაც დემოკრატიამ წინ წაიწია, ეს სერიოზული უკუსვლაა.” – აცხადებს “”ვიცე-პრეზიდენტი.
…”ფრიდომ ჰაუსის” და სხვა ორგანიზაციების კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც მედია სექტორზე თავდასხმა ხდება, ეს ხშირად დემოკრატიის უფრო ღრმა და ფართო უკუსვლის წინაპირობაა.
ჰერმანის თქმით, ქართველების მისწრაფება არ უნდა იყოს რუსეთზე ან აზერბაიჯანზე წინ ყოფნა, ისინი უნდა ედრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიებს, ან უფრო მოწიფულ დემოკრატიებს.
“როცა სამართლებრივი პროცესების გვერდის ავლა ხდება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ეს კანონის უზენაესობის მოშლის და საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასვლის მომასწავლებელი შეიძლება იყოს”, – აცხადებს ფრიდომ ჰაუსის” ვიცე პრეზიდენტი.
ჰერმანის განცხადებების შესახებ ინფორმაცია ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ გაავრცელა.