ახალი ამბები მთავარი

ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი შიმშილობას იწყებენ

ჩვენს მოთხოვნებში ორი ნაწილია: გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში, დაველოდებით მთავრობის რეაქციას და დავწიყებთ შიმშილს, -აცხადებს პატრიოტთა ალიანსისლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც რუსთაველის  გამზირზე, საპროტესტო აქციას გამართა. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ პატრიოტთა ალიანსის წევრები და მისი მხარდამჭერები.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობას დღეს, 00:00 საათიდან დაიწყებენ.

“ჩვენს მოთხოვნებში ორი ნაწილია: გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში, დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი. ჩვენ ვაპირებთ, მსვლელობით გადავინაცვლოთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ეს მხოლოდ მსვლელობით დასრულდება, ჩვენ შიმშილობას დავიწყებთ. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი პარტიის აქტივისტები დარჩებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან, დილით კი ჩვენ მოთხოვნის პეტიციას შევიტანთ მთავრობის ადმინისტაციაში. დაველოდებით მთავრობის რეაქციას და დავწიყებთ შიმშილს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყო ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შეგახსენებთ, საგარეჯოში შუალედურ არჩევნებში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსისლიდერი ირმა ინაშვილი,რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დაამარცხა.მას შემდეგ, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი და ირმა ინაშვილი,ერთმანეთს   დაუპირისპირდნენ.

 

 

იტვირთბა....