“დღეს ინფექციამ ბევრთან შეაღწია და უკვე თქვენც უნდა იცოდეთ, როგორ მართოთ. ჩვენ დაზღვეული არ ვართ, რომ არ დავინფიცირდებით.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.